პანდემიის გამო, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიკეტა საზღვრები, რამაც განაპირობა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლება. ქვეყნებს შორის აიკრძალა მიმოსვლა, მოზაურობა  და ამოქმედდა მკაცრი საკარანტინო წესები. ამ ყველაფერს კი ერთი დადებითი მხარე აქვს-სუფთა ჰერი. თუმცა, ექსპერტების აზრით, ჰაერის დაბინძურების შემცირება, არის დროებითი.

„თუ კი გაგრძელდება წიაღისეული საწვავის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის ჩადება, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ უარესობისკენ მივდივართ. ვფიქრობ, პანდემია მასობრივი გამოღვიძების მიზეზი უნდა გახდეს, რათა ერთმანეთისა და ჩვენი გარემმოს მიმართ, გავხდეთ უფრო მგრძნობიარეები და ფრთხილები“-ამბობს მეცნიერი მეცნიერი სარა მიჰრე.

რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას?

„ჰაერის დაბინძურების უმეტესი ნაწილი გამოწვეულია  ელექტროენერგიის წარმოებისა და საწარმოო აირებისგან“ - ამბობს   NRDC კლიმატისა და სუფთა ჰაერის პროგრამის დირექტორი, ჯონ ვოლქი. “ჰაერის დაბინძურება კარბონ დიოქსიდითა და მეთანით, ზრდის დედამიწის ტემპერატურას.  ე.წ „სმოგი“ ყალიბდება შედარებით უფრო თბილ ამინდში და შედეგად ულტრაიისფერი გამოსხივებაც იზრდება“

 

უამრავი მოდელებიდან გამოვყავით 10 ყველაზე საინტერესო ელექტრომობილი, რომელსაც 2020 წელს ვიხილავთ.

 

Volkswagen ID.3

Rivian R1T truck

Aston Martin Rapide E და სხვ.

img-1

ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი წინაპირობაა ეკო-მეგობრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა. განახლებადი ენერგიების გამოყენებით კი კიდევ უფრო მარტივია გარემოსთვის ზიანის აცილება. ელექტროენერგიის მოპოვება მზის ენერგიის გამოყენება ერთ-ერთია ასეთ ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს შორის. დღესდღეობით მსოფლიო მზეზე მომუშავე ელექტრომობილებს ქმნის, თუმცა ამ ინდუსტრიის განვითარება იმაზე ადრე იღებს სათავეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია,

როგორ ფიქრობთ, როდის შეიქმნა პირველი ელექტრომობილი, რომელიც იყენებდა მზის ენერგიას? ეს მოხდა 1955 წელს, ჩიკაგოში. General Motors-ის მიერ შექმნილი პროტოტიპი იმდენად მცირე ზომის იყო, რომ ის არ გამოიყენებოდა როგორც გადაადგილების საშუალება. William G. Cobb-მა ამ მოდელს "Sunmobile" დაარქვა. 

img-1

მანქანა რომელიც მზის ენერგიის გამოყენებით გადაადგილდება - საკმაოდ კარგად და საინტერესოდ ჟღერს, თუმცა, არის თუ არა ეს კონცეფცია ასეთივე კარგი პრაქტიკაში?

განახლებადი ენერგიების მიმართ ინტერესი გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, ძალიან იზრდება. კომპანიები ცდილობენ შექმნან მეტი ინოვაციური პროდუქტი, რომელიც მსოფლიოს ეკოლოგიაზე დადებითან იმოქმედებს. საავტომობილო კომპანიები მუშაობენ ახალ კონცეფციაზე და სურთ, რომ მზის ენერგეტიკის გამოყენება იყოს წამყვანი მიმართულება ელექტრომობილების ინდუსტრიაში. 

img-1

მსოფლიოში ელექტრომობილების რაოდენობა უკვე 5 მილიონს აჭარბებს. მიუხედავად ინდუსტრიის ძალიან სწრაფად მზარდი ტემპისა, სხვა ავტომობილებს შორის მხოლოდ 1% არის სრულად ელექტრო. ბევრი კომპანია უკვე გადადის ელექტომობილების წარმოებაზე, რადგან მისი დადებითი გავლენა გარემოზე ყველასთვის ცხადი გახდა. გამონაბოლქვის შემცირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაბინძურების შესამცირებად. განვითარებული ქვეყნების მოსახლეობას წასახალისებლად მთავრობა შეღავათებს სთავაზობს. ნორვეგიაში ელექტომობილის მფლობელები თავისუფლდებიან გარკვეული გადასახადებისგან, დღეს ამ ქვეყანაში ავტომობილების 46% უკვე სრულად ელექტროა.

დატენვისთვის საჭირო დრო ჯერ კიდევ არ არის ისეთი მცირე, რომ ადამიანებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას გრძელი გზაზე მოგზაურობის დროს. სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, მეცნიერები მუშაობენ ისეთი ტექნოლოგიის შექმნაზე, რომელიც დატენვის დროს 10 წუთამდე შეამცირებს. 

img-1

ყოველკვირეულად თქვენ თანხას ხარჯავთ მანქანის საწვავში და გამომდინარე იქიდან, რომ ბენზინის ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, თქვენი ხარჯიც შესაბამისად იზრდება. ელექტრომანქანის ფლობის შემთხვევაში, თქვენთვის სულ ერთი იქნება რა ღირს საწვავი. გარდა იმისა, რომ ელექტროენერგია უფრო იაფი ღირს ვიდრე ბენზინი, მისი ფასი უფრო სტაბილურია.

ჯერ კიდევ 1990-იანი წლების შუაში იაპონიის მთავრობამ შეიმუშავა იმ დროისთვის არნახული შეღავათების პროგრამა ელექტრომობილობის პოპულარიზაციისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში, ელექტრომობილის მფლობელს მანქანის ღირებულების 50%-ს უნაზღაურებდა სახელმწიფო. იაპონიაში არსებული ეხლანდელი შეღავათები, ცხადია, უფრო მცირეა, თუმცა მაინც გამოირჩევა ბევრ ქვეყანასთან შედარებით: მაგალითად, 2016 წელს შემუშავებული შეღავათების მიხედვით, 30-kWh Nissan Leaf-ის მფლობელს ეკუთვნის 3,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი. ელექტრომობილის ფასის სუბსიდირება მზარდია და გამომდინარეობს მისი ბატარეის მოცულობიდან, მაგრამ არ აღემატება 7,700 აშშ დოლარს.

img-1

2016 წელს მსოფლიო მასშტაბით ელექტროძრავიანი ავტომობილების ჯამურმა რაოდენობამ გადააჭარბა 2 მილიონს, საიდანაც მხოლოდ 2016 წელს 750,000 ელექტროძრავიანი მანქანა გაიყიდა.