fbpx

ხშირად დასმული კითხვები

ელექტრომობილის დამუხტვა შეგიძლიათ სახლში ან ჩვენს ქსელში არსებული მე-2 დონის და სწრაფი დამტენების საშუალებით მთელი საქართველოს მასშტაბით.

მე-2 დონის დამტენით დამუხტვის დრო დამოკიდებულია ელ.მობილის ბატარეაზე, მის მდგომარეობაზე და გარდამქმნელის სიმძლავრეზე.
სწრაფი დამტენით დამუხტვის დრო დამოკიდებულია ბატარეის მდგომარეობაზე და მის მოცულობაზე.

მე-2 დონის დასამუხტი სადგურების მოხმარების ტარიფები იანგარიშება წუთობრივად და განისაზღვრება ელექტრომობილის მიერ მოხმარებული სიმძლავრის შესაბამისად.
სწრაფი დასამუხტი სადგურის მოხმარების ტარიფები იანგარიშება წუთობრივად.
ტარიფების ნახვა შესაძლებელია აპლიკაციაში.

დასამუხტი სადგურებით სარგებლობისათვის და მათზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, თქვენი მობილური მოწყობილობის შესაბამისი მარკეტიდან, უნდა გადმოწეროთ e-space აპლიკაცია და გაიაროთ რეგისტრაცია
🔹 iOS: https://bit.ly/2Tj6XvE
🔹Android: https://bit.ly/2CrBHFn

ჩვენს ქსელში არსებულ მე-2 დონის დასამუხტ სადგურებს არ მოყვებათ დამტენი კაბელი. დასამუხტი სადგურის სარგებლობისათვის, თან უნდა იქონიოთ თქვენი ელექტრომობილის შესაბამისი დამტენი სადენი.

დაგვიკავშირდით 032 2 433 472 ნომერზე ან მოგვწერეთ info@e-space.ge და დაგეხმარებით თქვენს საჭიროებაზე მორგებული დამტენის შერჩევაში.