ი-სპეისი დაარსდა 2016 წელს და იყო პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში დაამონტაჟა ორი საჯარო მოხმარების ელ.მობილის დამტენი . 2017 წელს, ასევე პირველად საქართველოში, ი-სპეისმა დაამონტაჟა სწრაფი დამტენები. კომპანია მუდმივად ანვითარებს დამტენების ქსელს და დამტენებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებებს სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ი-სპეისმა შექმნა აპლიკაციის ბიზნეს მოდული, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს შექმნან საკუთარი დასამუხტი სადგურების ქსელი და გამოიმუშაონ თანხა.