დღესდღეობით, გავრცელებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ელექტრომობილი არის ბევრად უფრო ძვირადღირებული ტრანსპორტი ვიდრე შიდა წვის ძრავიანი მანქანა, თუმცა ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად არსებული განსხვავება უფრო და უფრო მცირდება.
ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ყველაზე ხელმისაწვდომ ელექტრომობილებს ბაზარზე:
1) Citroen AMI
ფასი: 6 000 ევრო
განვლადი მანძილი: 70 კმ
Citroen AMI, ისევე როგორც ჩვენს სტატიაში განხილული ელექტრომობილების უმეტესოა, განკუთვნილია ქალქში მოძრაობისთვის. Მანქანის მართვა შეუძლიათ 14 წლიდან მოზარდებს მართვის მოწმობის გარეშე, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ რეგულაციებზე. Მაგალითად, ევროპაში მოქმედი რეგულაციებით, ის კლასიფიცირებულია როგორც ელექტრო კუადროციკლი. Მაქსიმალური სიჩქარე-45კმ/სთ. Citroen ამბობს, რომ Ami არის “ციფრული ეკოსისტემის” ნაწილი, რომელიც შესაძლებელს ხდის ხელმისაწვდომ და მოქნილ ურბანულ მობილობას.
2)Renault Twizy
ფასი: 11 000 ევრო
განვლადი მანძილი: 90-100 კილომეტრი
Renault-ი შექმნილია ქალაქში გადაადგილებისთვის. Არის ძალიან პატარა და მოქნილი. ელექტრომობის აქვს 6,1 კილოვატიანი ბატარეის ტევადობს. მისი კონცეფცია ემყარება ტრანსპორტს, ფუტურისტული სამეცნიერო ფილმებიდან. Მანქანა არის ერთადგილიანი. Როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, Renault Twizy მათთვის სკუტერის უსაფრთხო ალტერნატივაა.
3)Skoda Citygo E
ფასი: 10 000-დან 21 000 ევრომდე
განვლადი მანძილი: 260 კილომეტრი
ამ ავტომობილმა ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა მომხმარებლებში. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, Მისი შეძენა ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი Skoda-ს ოფიციალურ ვებსაიტზე. ელექტრომობილმა ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე მოიგო მომხმარებლების გულები, ამის მიზეზი კი მისი პრაქტიკულობა და სიმარტივეა.
Citygo-ს ელექტრო ვერსია მინიმალურად განსხვავდება სტანდარტული ვერსიისგან. Skoda– მ შეცვალა ამ ავტომობილის წინა ბამპერი ისე, რომ ის ოდნავ უფრო სპორტულად გამოიყურებოდეს.
4)Smart ForTwo EV
განვლადი მანძილი: 130 კმ.
ფასი: 19 000-დან 22 000 ევრომდე
Smart ForTwo შექმნილია ქალაქში მოხმარებისთვის. Იძლევა მრავალფეროვან არჩევანს დიზაინის კუთხით. ფერების შერჩევა მანქანის მფლობელს შეუძლია თავისი გემოვნების მიხედვით, როგორც სალონის შემთხვევაში, ასევე გარე დიზაინის.
5) Citroen C-Zero
ფასი: 27 000 ევრო
განვლადი მანძილი: 160 კილომეტრი
ელექტრომობილი 10 წლის წინ შეიქმნა და მიუხედავად ამისა, მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. Აღჭურვილია 16 კილოვატი ტევადობის ბატარეით და 66 ცხენისძალიანი ელექტროძრავით, თუმცა არ აქვს სწრაფი დამტენის პორტი.
აღსანიშნავია, რომ Citroen C-Zero იყო ერთ-ერთი პირველი სრულად ელექტრო ტრანსპორტი ბაზარზე.
6)MG ZS EV
განვლადი მანძილი: 260 კილომეტრი
ფასი: 30 000 ევრომდე
MG ZS EV იწარმოება ინდოეთში, ტაილანდსა და ჩინეთში. Ბატარეის ტევადობაა – 45 კილოვატი საათში. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ხელმისაწვდომი ყველა ევროპულ ქვეყანაში, მანქანა დიდი პოპულარობით სარგებლობს დიდ ბრიტანეთში. აქვს საკმაოდ მოქნილი სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა აკონტროლო განვლილი მანძილი და ბატარეის დარჩენილი მუხტი.