ამერიკაში დაიწყო ახალი ტიპის გზის ტესტირება, რომელიც საშუალებას იძლევა, ელექტრომობილი მოძრაობის პარალელურად დამუხტო.

 

ინდიანას სატრანსპორტო განყოფილება (ინდოტი) და პერდიუს უნივერსიტეტი უკვე ტესტავს ამ ინოვაციურ ტექნელოგიას, რომელსაც გერმანული კომპანია Magment-ი გვთავაზობს. პერდიუს უნივერსიტეტი და Magment-ი ააშენებს და გამოსცდის გზის მონაკვეთს პერდიუს კამპუსში, რათა შეაფასოს მისი ეფექტურობა ელექტრო მანქანების ინდუქციური დატენვისას.
შეგახსენებთ, რომ Magment-ი არის კომპანია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და ის აცხადებს, რომ მისი MagPad დატენვის ხალიჩა შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა ზომის და გთავაზობთ დატენვის სიმძლავრეს 200 ვატიდან 250 კილოვატამდე. უფრო მეტიც, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სტაციონარული დატენვის წერტილი ან დინამიურად გამოიყენოთ მოძრავი მანქანების დასატენად.

 

მასალა, რომელსაც Magment-ი იყენებს არის ბეტონისა და გადამუშავებული მაგნიტური ნაწილაკების კომბინაცია, სახელად ფერიტი, რომლის გარდაქმნაც შეიძლება ნებისმიერ ფორმაში.
ეს მასალა ელექტროენერგიის გამტარობის საუშალებას იძლევა. ამ ენერგიას მიიღებს ელექტრომობილი, რომელიც აღჭურვილი იქნება ინდუქციური დამტენის ფირფიტით, როგორც წესი, შასის ქვეშ.

95ac29 6241ededb5844cd999dc2934b9c60908 mv2

Magment– ს ოფიციალურად ჯერ არ აქვს გამოქვეყნებული ბევრი ტექნიკური დეტალი მის პროდუქტთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე გაურკვეველია, როგორ იქნება გზა ელექტროფიცირებული და იქნება, თუ არა ეს გზა უსაფრთხო ფეხით მოსიარულეთათვის. მაგმენტის გვერდი აცხადებს, რომ მათ პროდუქტს შეუძლია გადასცეს ელექტრო ენერგია გზიდან ავტომობილზე 95% ეფექტურობით. ისინი ასევე აცხადებენ, რომ მას შეუძლია გაუძლოს ყველა ამინდის პირობას, აქვს თერმული კონდუქტომეტრის მაღალი ხარისხი, დაცულია ხელოვნური დაზიანებისგან და არ ღირს უფრო ძვირი, ვიდრე სტანდარტული გზის სამშენებლო მასალები.

 

უკაბელო კავშირი გააუმჯობესებს დატენვის ხელმისაწვდომობას ხოლო სისტემა შედარებით უსაფრთხო იქნება თანდართული ენერგეტიკული სისტემების წყალობით, რომელსაც იგი იყენებს.
გარდა ამისა ეს ტექნელოგია საშუალებას მისცემს მანქანის მწარმოებლებს, რომ შეამცირონ ბატარეის ზომა, რაც ავტომობილის ეფექტურობას გაზრდის მისი წონის შემცირების გზით.