1) აპლიკაციის გადმოწერა

📲 ჩამოტვირთეთ „ი-სპეის“-ის აპლიკაცია
1.1 თქვენი სმარტფონის შესაბამისი მარკეტიდან „e-space“ დასახელებით
1.2 ან დაასკანერეთ ქვემოთ მოცემული QR კოდი

QR

1.3 ან გამოიყენეთ შემდეგი ბმული: IOS: https://bit.ly/2Tj6XvE Android: https://bit.ly/2CrBHFn

2) რეგისტრაცია

გაიარეთ რეგისტრაცია და ვერიფიკაცია მობილურის ნომრით. აპლიკაციით სარგებლობისათვის აუცილებელია ბარათის მონაცემების დამატება, რომლის დროსაც ვალიდაციისთვის ჩამოგეჭრებათ და შემდეგ უკან ჩაგერიცხებათ 20 თეთრი.

3) ქალაქის (LVL2) დამტენის მოხმარება

3.1 შეაერთეთ დამტენი კაბელი დამტენში და ელექტრომობილში. დამტენი მოწყობილობის შესაერთებელის სტანდარტია Type 2 (იხ.სურათი 1).

1
სურათი 1

 

 

 

 

 

 

3.2 დამტენის გააქტიურება ხორციელდება ორი მეთოდით: რუკაზე სასურველი დამტენის პინზე დაჭერით ან დამტენზე აღნიშნული 4 (ოთხი) ციფრიანი კოდის ჩაწერით, შესაბამის ველში.

3.3 დამუხტვის პროცესის დასაწყებად, საჭიროა აირჩიოთ ორი მეთოდიდან ერთ-ერთი: „სრულად დამუხტვამდე“ ან „თანხის მითითებით“

  • „სრულად დამუხტვამდე“ არჩევისას, აპლიკაციაში დამატებული საბანკო ბარათიდან ჩამოგეჭრებათ 10 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ გაიხარჯა 10 ლარი და დამუხტვის პროცესი გაგრძელდა, ჩამოგეჭრებათ დამატებით 5 ლარი. აღნიშნული 5 ლარის გახარჯვის შემთხვევაშიც, პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ავტომობილი სრულად არ დაიმუხტება ან აპლიკაციიდან არ დაასრულებთ დატენვას.
  •  „თანხის მითითებით“ არჩევისას, თქვენს მიერ მითითებული თანხა ჩამოგეჭრებათ საბანკო ანგარიშიდან და მითითებული თანხის გახარჯვისთანავე შეწყდება დამუხტვის პროცესი.
  • ორვე მეთოდის შემთხვევაში, გაუხარჯავი თანხა 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში ჩაგერიცხებათ იმავე ანგარიშზე.

 

3.4 მობილური აპლიკაციით შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ტრანზაქციის მიმდინარეობას.

3.5 დატენვის დასრულებისას დააჭირეთ ღილაკს „დატენვის დასრულება“, რომელიც გამოჩნდება თვენი მობილურის ეკრანზე ან გამოაერთეთ კაბელი მანქანიდან.

4) სწრაფი დამტენის მოხმარება

სწრაფი დამტენის მოხმარება, LVL2 დამტენის მსგავსად ხორციელდება. სწრაფ დამტენს მოყვება ორი კონექტორი Chademo და CCS2. დამტენის გააქტიურებამდე:

  • შეაერთეთ თქვენს ავტომობილში შესაბამისი კონექტორი
  • აპლიკაციაში დამტენის გვერდზე მონიშნეთ აღნიშნული კონექტორი
  • გასააქტიურებლად მიყევით 3.3 პუნქტში მოცემულ ინსტრუქციას