დატენვისთვის საჭირო დრო ჯერ კიდევ არ არის ისეთი მცირე, რომ ადამიანებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას გრძელი გზაზე მოგზაურობის დროს. სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, მეცნიერები მუშაობენ ისეთი ტექნოლოგიის შექმნაზე, რომელიც დატენვის დროს 10 წუთამდე შეამცირებს.

ლითიუმ-იონის ბატარეებს ძალიან დიდი როლი მიუძღვის ელექტორმობილების ინდუსტრიის განვითარებაში, რადგან ის მცირე ზომისაა და შეუძლია დიდი ენერგიის მიღება/შენახვა. ასევე,  შესაძლებელია მისი მრავალჯერადი დატენვა და მისი გრძელვადიანი პერიოდით გამოყენება. ასეთი ბატარეების განვითარებისთვის მეცნიერებმა ნობელის პრიზიც კი მოიპოვეს.

“თუ ჩვენ გვექნება საკმარისი რაოდენობის დამტენები მაგისტრალებზე და მძღოლებს არ მოუწევთ ნერვიულობა გასავლელ მანძილზე. 200-300 მილის გავლის შემდეგ, მათ შეეძლებათ 10 წუთში სრულად დატენონ ელექტრომობილი და მშვიდად გააგრძელონ გზა“- აცხადებს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ვონგი.

სწრაფი დატენვა მაღალი ძაბვის მიწოდებას მოითხოვს, თუმცა როგორც ვიცით, ასეთ შემთხვევასი ხდება ბატარეის გახურება და შეიძლება გამოიწვიოს მისი სიცოცხლისუნარიანობის შემცირება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეცნიერები სწორედ ბატარეის გახურებაში ხედავენ სწრაფი დატენვის ახალ მეთოდს. მათ შექმნეს ბატარეა, რომელსაც აქვს თხელი ნიკელის ფენა, რომელიც უზრუნველყოფს შიდა ტემპერატურის გაზრდას (გახურებას).  10 წუთში ბატარეა დაუზიანებლად იტენება 80%-მდე, შემდეგ კი ბატარეა გრილდება ოთახის ტემპერატურამდე.  ასეთი დატენვის მეთოდის გამოყენება გრძელვადიანი პერიოდით გამოყენება უსაფრთხოა ბატარეისთვის.

”ჩვენი ტექნოლოგია არის მარტივი, მაგრამ ელეგანტური… ვფიქრობ, რომ ორი – სამი წლის განმავლობაში საჭიროა მაღალი ხარისხის ტესტირება და შეფასება, დადებითი შედეგების შემთხვევაში კი დაიწყება ბატარეების მასიურად გამოყენება კომერციული მიზნებისთვის.”

დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიაზე E-space-ს ქსელში არსებული 7 სწრაფი დამტენია. დატენვისთვის საჭირო დრო საშუალოდ 30 წუთია. ნახეთ ინფორმაცია დამტენების ადგილმდებარეობის, ტიპის და სტატუსის შესახებ აპლიკაციაში:

⬇️ Android: https://bit.ly/2CrBHFn

⬇️ iOS: https://bit.ly/2Tj6XvE

როდესაც ელექტრომობილის დასამუხტად სწრაფ დამტენს იყენებთ, e-space-ის რეკომენდაციაა 80%-მდე დატენვის შემდეგ პროცესი გააგრძელოთ ქალაქის დამტენზე. ასე თავიდან აიცილებთ ბატარეის სწრაფ ცვეთას.