ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, იმისა თუ რატომ უნდა იყოს თქვენი შედეგი მანქანა სრულად ელექტრო. მოდით ვისაუბროთ ელექტრომობილის 3 მთავარ უპირატესობაზე.

1. შემცირებული ან სრულად განულებული საწვავის ხარჯი

ყოველკვირეულად თქვენ თანხას ხარჯავთ მანქანის საწვავში და გამომდინარე იქიდან, რომ ბენზინის ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, თქვენი ხარჯიც შესაბამისად იზრდება. ელექტრომანქანის ფლობის შემთხვევაში, თქვენთვის სულ ერთი იქნება რა ღირს საწვავი. გარდა იმისა, რომ ელექტროენერგია უფრო იაფი ღირს ვიდრე ბენზინი, მისი ფასი უფრო სტაბილურია.

თუ არ გსურთ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, გამოსავალი აქაც არსებობს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მზის ენერგია თქვენი ავტომობილის დასატენად. გამოუყენებელი კილოვატები კი, რომელიც გამოიმუშავეთ თუმცა ვერ დახარჯეთ, შეგიძლიათ გაყიდოთ. თუ როგორ გაინულოთ ელექტროენერგიის გადასახადი და ჩაერთოთ ე.წ “ნეტო აღრიცხვის” პროგრამაში ნახეთ ვიდეო.

არსებობს კიდევ ერთი გზა, ელექტრომობილის უფასოდ დასამუხტად. ეს არის E-space-ის ქსელში არსებული ქალაქის დამტენები, რომელთა გამოყენებაც ჯერ კიდევ უფასო რჩება მომხმარებლებისთვის. ნახეთ ინფორმაცია დამტენების ადგილმდებარეობის, ტიპის და სტატუსის შესახებ აპლიკაციაში:

⬇️ Android: https://bit.ly/2CrBHFn

⬇️ iOS: https://bit.ly/2Tj6XvE

2. ელექტრომობილის გამოყენებით, თქვენ ზრუნავთ გარემოზე

ისტორიულად, ადამიანებს ძალიან დიდი ნეგატიური ზეგავლენა გვაქვს გარემოზე. შიდა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილის გამონაბოლქვი აბინძურებს ჰაერს და მისი შესუნთქვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

სრულად ელექტრო ავტომობილებს არ აქვთ გამონაბოლქვი და არ აბინძურებენ ჰაერს. შესაბამისად, მათი რაოდენობის ზრდა მსოფლიოს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამასთან, განახლებადი ენერგიების გამოყენებით გამომუსავებული ელექტროენერგია, ბევრად ნაკლებად აზარალებს ბუნებას ელექტროენერგიის წარმოებისას. არსებობს ვარაუდი, რომ ელექტრომობილების ბატარეები ასევე საფრთხეს წარმოადგენს გარემოსთვის, თუმცა გამოსავალი უკვე არსებობს და ძალიან მალე მათი გადამუშავება და ხელახლა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება. Volkswagen-ის პროექტის მიხედვით, ელექტრომობილების ძველი ლითიუმ-იონის ბატარეები დახარისხდება, ზოგს მიეცემა მეორე სიცოცხლე, ზოგი კი გადამუშავდება.

ბატარეები დამუშავდება და დაიყვანება ფხვნილის დონეზე რათა მარტივად მოხდეს ისეთი სასარგებლო მასალების განცალკევება, როგორიცაა ლითიუმი, კობალტი, მანგანუმი და ნიკელი. ეს მასალები კი ისევ სამომავლო წამოებაში გამოიყენება.

Volkswagen-მა 10 წელი დახარჯა კვლევაზე თუ რა შეიძლება იყოს ყველაზე უსაფრთხო და ხარისხიანი ტექნოლოგია ბატარეებში არსებული მასალების ხელახლა გამოსაყენებლად. კომპანიამ საპილოტე პროექტის დასაწყისად 2020 წელი დასახელა.

3. ელექტრომობილი გეხმარებათ გახდეთ ენერგოდამოუკიდებელი

საწვავის მომხამრებაზე უარის თქმით, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენივე გამომუშავებული ელექტროენერგია მანქანის დასამუხტად. ამისთვის საჭიროა განახლებადი ენერგიების მრავალი სახეობიდან თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი აირჩიოთ. დღეს მსოფლიოში ძალიან პოპულარული ხდება მზის და ქარის ენერგიების გამოყენება. საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშებელობაში აქტიურად არის ჩართული კომპანია Helios Energy Georgia.